ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგი დაიწყო წინა ტრენინგზე განხილული მასალის გახსენებით. შემდეგ კიდევ ერთხელ ვნახეთ პროექტის ზოგადი კითხვების ნიმუშები და ვიმუშავეთ ჯგუფურად ვორდის საზიარო დოკუმენტში, სადაც განვსაზღვრეთ როგორც ზოგადი, ასევე თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჩვენმა ჯგუფმა დავალებას კარგად გაართვა თავი. ამის შემდეგ უკვე ჩვენი პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ კითხვები. ჩემი პროექტი ეხება ასურელი მამების მოღვაწეობას და კერძოდ ხირსის მონასტერს. პროექტის კითხვებია:
ძალიან საინტერესო იყო გუგლ დრაივში ვორდის საზიარო დოკუმენტის შექმნა.ვფიქრობ ამ ინსტრუმენტს კარგად გამოვიყენებ ჯგუფური მუშაობის დროს. ტრენინგის ბოლოს გავეცანით შეფასების ფორმებს, ვნახეთ ონლაინ რესურსები ვიუვერში.
ზოგადი კითხვა
|
როგორ მოვედით 21-ე საუკუნემდე?
|
თემატური კითხვები
|
რა როლი ითამაშა
ქრისტიანობამ საქართველოს ისტორიაში?
|
შინაარსობრივი
კითხვები
|
1.ვინ იყვნენ
ასურელი მამები?
2.რომელი
სამონასტრო კომპლექსები დააარსეს ასურელმა მამებმა კახეთში?
3.როგორი იყო
ხირსის მონასტრის როლი VI საუკუნეში და როგორია დღეს?
|
ძალიან საინტერესო იყო გუგლ დრაივში ვორდის საზიარო დოკუმენტის შექმნა.ვფიქრობ ამ ინსტრუმენტს კარგად გამოვიყენებ ჯგუფური მუშაობის დროს. ტრენინგის ბოლოს გავეცანით შეფასების ფორმებს, ვნახეთ ონლაინ რესურსები ვიუვერში.
ეკა, თქვენი ზოგადი კითხვა ძალიან კარგადაა შერჩეული, მოსწავლეებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართება. თემატური კითხვა უკვე პროექტის შესახებაა, მაგრამ ცალსახა პასუხის გაცემა არც ამ კითხვაზე შეიძლება და ვრცელ განმარტებას მოითხვოს. შინაარსობრივი კითვები კი უკვე ცოდნა-გაგებაზეა დაფუძნებული.
ReplyDeleteეკა, ძალოიან მომეწონა შენს მიერ შერჩეული ზოგადი კითხვა, ასევე კარგია თემატური კითხვა და ჩაშლილია შინაარსობრივი კითხვები. ასეთი სახით პროექტის კითხვების დალაგება დაგეხმატება პროექტი ხარისხიანი გამოვიდეს.
ReplyDeleteმომეწონა შენი რეფლექსია და კითხვა-რა როლი აქვს ხირსის მონასტერს დღეს.ამ კითხვის ირგვლივ საინტერესო დისკუსია გაიმართება.-რატომ უნდა ვიყოთ ღმერთთან და ისტორიულ ძეგლებთან ახლოს.რას გვასწავლის ან ერთი,ან-მეორე.
ReplyDelete